რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) გარემოს დაცვის ინსპექციამ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და თევზჭერის ფაქტები გამოავლინა.ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტაძრისის ტყეში, უპატრონოდ იყო მიტოვებული უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყე. ახალციხეში კი სოფელ თისელში უპატრონოდ მიტოვებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები.

გარემოს დაცვის ინსპექტორებმა გურიაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ლანჩხუთში, სოფელ გრიგოლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები ნავის გამოყენებით, აკრძალულ დროსა და ადგილზე, აკრძალული საშუალებით, 180-მეტრიანი სახლართი ბადით თევზაობდნენ.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას გადაეგზავნა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×