(რეზონანსი) საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდო თანახმაა, რომ 14.8 მილიონი ევროს ჯარიმა გადაიხადოს,რომელსაც ესპანური საგადასახადო სამსახურები ედავებიან. თუ ფეხბურთელი ამ თანხას არ გადაიხდის, 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
პორტუგალიელი ფეხბურთელი თანახმაა, რომ ჯარიმა ნებაყოფლობით, სასამართლო განხილვაზე ადრე გადაიხადოს. ექსპერტები საუბრობდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სამართლებრივი დევნა თავიდან აეცილებინა.
მსგავსი სიტუაცია ჰქონდათ ლეო მესის, ჟოზე მოურინიოს და ხავიერ მასკერანოს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჯარიმის გადახდა გარდაუვალიიყო დაამით პროცესების გართულება თავიდან აიცილეს.
სასამართლო პროცესი 31 ივლისს არის ჩანიშნული, თუმცა ფეხბურთელს ჯარიმის გადასახდელად 60-დღიანი ვადა აქვს და ესპანეთის ბიუჯეტში 14.8 მილიონის გადარიცხვა ამ პერიოდში უნდა მოასწროს.