რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოვებს.ამის შესახებ შტატების ფედერალური ხაზინის ვებგვერდზე წერენ. სანქციების ახალი სია 38 კერძო კომპანიას ეხება, მათ შორის არის კერძო სამხედრო ორგანიაზია „ვაგნერი", რომელიც რუსეთის ხელისუფლებისთვის ჰიბრიდული ომის წარმოების ერთგვარი ინსტრუმენტია.

სანქციები შეეხო ასევე რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბაიკერების ჯგუფს, „ღამის მგლებს" და მილიარდერ ევგენი პრიგოჟინის რესტორნების ქსელს, რომელსაც „პუტინის მზარეულს" უწოდებენ.

აშშ-ის ხელისუფლებამ, სანქციების სიას 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შემატა, რომელიც ამერიკული მხარის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან არის დაკავშირებული.

14 ივნისს, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობდა. სანქციებში რუსეთიდან და დონბასიდან 19 ორგანიზაცია და პირი მოყვა, მათ შორის რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებული სია ბოლოს 2016 წლის დეკემბერში გააფართოვა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×