(რეზონანსი) თბილისი-ბათუმის მატარებლით ზაფხულის სეზონზე მგზავრობა შესაძლოა გაძვირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 60 ლარამდე გაიზარდოს.
„საქართველოს რკინიგზაში" მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებენ. მათი თქმით, ფასების შეცვლა მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის ვაგონებით მგზავრობას შეეხება.„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, სეზონური ფასები ივლისის თვის დასაწყისიდან 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.
დღეს „საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით მგზავრების რაოდენობის მატების გამო, დამატებითი რეისის დანიშვნაზე ინფორმაცია გაავრცელა.
დღეს მოქმედი ტარიფებით, ბიზნესკლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულებაა 35 ლარი, ხოლო სეზონზე - 55 ლარი იქნება. პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 25 ლარია, სეზონზე კი 45 ლარი გახდება.მეორე კლასის ვაგონით მგზავრობა ღირს 18 ლარი, სეზონური ფასი კი 24 ლარია.