რეზონანსი
22.06.2017

 (რეზონანსი) შსს-მ ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი შეიმუშავა პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა"-ს ფარგლებში. შსს-ს მიერ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება.

ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 20% შეუმცირდება.

შსს-ში აცხადებენ,რომ ამ მიდგომით გაიზრდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსი. მათივე ცნობით, მსგავს მოდელს იყენებენ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×