(რეზონანსი) ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას აზრით წინასწარ გააზრებული პოლიტიკური პროცესი იყო.
ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას უფლება არ აქვს, კონსტიტუციური ცვლილების მიღების პროცესი შეწყვიტოს.
„ის, რაც გუშინ დემარშის სახით მოხდა, ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი იყო. დებატების დროს, საპარლამენტო უმცირესობა დარბაზში დარჩა და კითხვა-პასუხის დისკუსიაში ბოლომდე მონაწილეობდა, შემდეგ განხილვიდან მათი გასვლაც პოლიტიკური სცენარის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ ამ პროცესს ჩრდილი მიაყენონ და აჩვენონ, რომ თითქოს, საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ მიმდინარეობს", - აღნიშნა ბესელიამ.