(რეზონანსი) დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზის საპყრობილეში მონახულების შემდეგ განცხადება გააკეთა. ადვოკატის თქმით, დეკანოზი თანახმაა ვიდეო არა ფრაგმენტულად, არამედ სრული ვერსიით გამოქვეყნდეს.
„თუ საპატრიარქო ჩათვლის საჭიროდ დეკანოზი წინააღმდეგი არ არის. ერთდერთი მან თქვა, რომ თუ გაასაჯაროებენ, არ გასაჯაროვდეს ისე, როგორც პროკურატურამ გააკეთა ფრაგმენტ-ფრაგმენტ, არამედ იყოს სრული, რომ არავის ჰქონდეს ცალ-ცალკე ინტერპრეტაციის საშუალება", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ფანცულაიას თქმით, დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქმა მისი ოჯახი მიიღო და ასევე ბედნიერია, რომ პატრიარქი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
21 ივნისს პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა თორნიკე მამალაძეს პატრიარქთან შეხვედრის შინაარსის ინტერპრეტაციაში დასდო ბრალი და ამის დასტურად, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის ჩანაწერის გასაჯაროვების შესახებ განაცხადა.
დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.