რეზონანსი
22.06.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელმა გიორგი ალბუროვმა შეიტანა. ალბუროვმა განაცხადა, რომ მედვედევი გაბრაზდა ის სოციალურ ქსელში დაბლოკა.

„სარჩელი შევიტანე იმიტომ, რომ იგი გაბრაზდა და დამბლოკა", - ამბობს ვიდეომიმართვაში ალბუნოოვი, რომლის ჩანაწერიც ალექსეი ნავალნიმ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა.

ფონდის თანამშრომლის თქმით: „პრემიერმინისტრის საქმიანობის წყარო ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ყველამ რომ ვიცოდეთ თუ რას აკეთებენ სახელმწიფო ჩინოსონები. ასევე, მათი მივლინებებისა და თათბირების შესახებაც უნდა ვიცოდეთ, და იმის თაობაზეც, რაც დიმიტრი ანატოლის ძეს, ასე ძალიან არ მოსწონს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×