რეზონანსი
22.06.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში სოფელ ხიფსთას მკვიდრი, 50 წლის გენადი სულაბერიძე მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

დე ფაქტო გენპროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა 21 ივნისს, საღამოს, კოსმონავტების ქუჩის #1-ში მდებარე სახლის მოპირდაპირე მხარეს სულაბერიძეს თავის არეში იარაღიდან ესროლა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×