რეზონანსი
22.06.2017

 (რეზონანსი) ტოკიოში ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. 105 კგ წონით კატეგორიაში დათო ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ჯამში 368 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

ხეცურიანმა აკვრაში ერთი მისვლა გამოიყენა, 195 კილოგრამი ასწია, ატაცში კი სამივე მისვლა გამოიყენა, 165, 170 და 173 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონი ორჭიდში ირანელი რეზა ბეირალვანდი (369) გახდა, მესამე ადგილი სომეხმა სამვერლ გასპარიანმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძალოსანი მხოლოდ ერთი კილოგრამით ჩამორჩა გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რეზი დავითაძემ (85 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×