(რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის სასაზღვრო კედელის გასწვრივ, მზის პანელების დაყენების ინიციატივით გამოდის. აიოვას შტატში სიტყვის გამოსვლის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ პანელები შეძლებენ იაფიანი ენერგიის გამომუშავებას და ეს თანხა მთლიანად კედლის გაშენებას მოხმარდება.
მან აღნიშნა რომ ეს „ბრწყინვალე იდეა" მხოლოდ მას ეკუთვნის, თუმცა მედიის ცნობით, მსგავსი წინადადება თეთრ სახლში ბევრჯერ გაჟღერებულა.
ამერიკა-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის ამტკიცებს, რომ მშენებლობას მექსიკა დააფინანსებინებს. მექსიკის ხელისუფლება კი მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავს.
კედლის აშენება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, 21,6 მილიარდი დოლარი დაჯდება.