რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) „ბევრი ნაღმი გვაქვს ჩადებული და რა როდის იფეთქებს არ ვიცით.ხელისუფლებას საფრთხე შიგნიდან ემუქრება. პრემიერმინისტრი კი სადღეგრძელოებით ლაპარაკობს" , - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

პოლიტოლოგმა ხელისუფლების მმართველობით პრობლემებზე და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე ისაუბრა. ხუხაშვილი მიიჩნევს,რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.

„ხელისუფლება მოწადინებულია, რომ პასუხისმგებლობა ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს „შეტენონ". ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, ის დაბრუნდეს პრემიერმინისტრად და დააკომპლექტოს ანტიკრიზისული მთავრობა. მაინც მასზეა პასუხისმგებლობა. დღეს გვაქვს აბსოლუტური ქაოსი" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×