(რეზონანსი) „როცა ოჯახის სახელით აწარმოებ მოლაპარაკებებს, ჯერ ოჯახის წევრებთან უნდა შეთანხმდეთ და შემდეგ ვისაც ექნება დელეგირება, ის იწყებს მეზობლებთან მოლაპარაკებას.ოჯახის თინეიჯერმა, ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელმა წევრმა თავისთავზე აიღო მეზობლებთან მოლაპარაკება" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ტვ პირველის" ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს და პარლამენტის თავმჯდომარის არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ ცვლილებები გუნდთან არ შეათანხმა და საყოველთაო განხილვაზე გაუგებარი პროექტი წარადგინა. ხუხაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე ე.წ ყალბი მანდატით მოქმედებდა.
„საზოგადოებას, ასევე ვენეციის კომისიას ეგონა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მანდატი უმრავლესობისგან, იმ პოლიტიკური ძალის მაინც,რომელსაც წარმოადგენდა და ამ მანდატის შესაბამისად დაიწყო ფართო განხილვები" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.