რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან პატრიარქის შეხვედრის ამსახველ აუდიო მასალას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასივრცეში საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია ვრცელდება.

„სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა. საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება" , - ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორეს მამა გიორგი მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ძმა და მშობლები 21 ივნისს შეხვდნენ. დაკავებული დეკანოზის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს რამდენიმე თვეა ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა მიიღეს, თუმცა ამ შეხვედრას დაცვის მხარე ვერ დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×