(რეზონანსი) საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2017 წლის ივნისის ბოლო ტესტ-მატჩისთვის ემზადება. ხვალ „ბორჯღალოსნების" მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება. მორაგბეები უკვე სამხრეთ ამერიკაში არიან და არგენტინის ნაკრებს 24 ივნისს, თბილისის დროით 23:15 საათზე, ჰუჰუის პროვინციაში ეთამაშებიან.
არგენტინასთან აქამდე საქართველომ 4-ჯერ ითამაშა, 3-ჯერ მსოფლიო თასის ფარგლებში და ერთხელ ტესტ-მატჩში, 2013 წელს სან-ხუანში. ოთხივე შემთხვევაში არგენტინელებმა გაიმარჯვეს.
არგენტინის რაგბის კავშირის ვებგვერდის ცნობით, „პუმები" ჰუჰუიში 19 ივნისს ჩავიდნენ. ამინდი თბილია და მოსამზადებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ტესტ-მატჩი მოიგეს: 11 ივნისს კანადის ნაკრებს 13:0 სძლიეს, ხოლო 18 ივნისს აშშ ატლანტაში დაამარცხეს - 21:17. „ბორჯღალოსნებისთვის" ეს პირველი გამარჯვება იყო როგორც კანადის, ასევე ამერიკის მიწაზე.