(რეზონანსი) ბოტანიკურ ბაღში ექსტრემალური ატრაქციონი გაიხსნა. „ზიპლაინი" გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე დაშვება.ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 30 მეტრი.
ამ ატრაქციონის საშუალებით, ბაღის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ნარიყალას კომპლექსიდან, ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ საპარკე სივრცეში ჩამოსრიალდნენ.
ვიზიტორებს ატრაქციონით სარგებლობა ყოველდღე, 10:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ. ღირებულება კი 30 ლარია.
„უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული. ბაგირები უმაღლესი ტექნოლოგიით არის დამზადებული, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შემოწმდა, გაუძლო სადღაც 20 ტონამდე დატვირთვას", - აცხადებს ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.