(რეზონანსი) საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ვაკო ყაზაიშვილი აშშ-ის უმაღლესი ლიგის, კლუბ „სან ხოსე"-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ინფორმაციას ამერიკული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს და წერს, რომ ყაზაიშვილი „სან ხოსე"-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შენაძენია.
ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ე.წ ბექჰემის წესით გააფორმა, რაც გულისხმობს, რომ ხელფასის ნაწილს მას „MLS"-ი უხდის.
„ჩვენ ვეძებდით ახალგაზრდა, შემტევ, მიზანდასახულ ფეხბურთელს,რომელსაც შეუძლია გაახაროს გულშემატკივარი და ჩვენთან დიდი ხნით დარჩეს. ვაკო სწორედ ასეთია" , - განაცხადა „სან ხოსე"-ს, ე.წ მიწისძვრების გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.
24 წლის ვაკო ყაზაიშვილი „მიწისძვრების" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შენაძენია. ყაზაიშვილმა არნემის „ვიტესში" 2011-2016 წლებში ითამაშა და ერედივიზიონში ჩატარებულ 104 მატჩში 25 გოლი გაიტანა.
„სან ხოსე", „ მიწისძვრები" „MLS"-ის დასავლეთ კონფერენციაში თამაშობს და ამ დროისთვის 16 მატჩში მოპოვებული 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა.