რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) ჟენევის მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი დასრულდა. იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის დროს რუსულმა, ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. შეხვედრაზე უკანონო პატიმრობები და გიგა ოთხოზორიას მკვლელის საკითხიც განიხილეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობაზე, რაზეც თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა მკაფიო პოზიცია გამოხატეს. თუმცა, ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკების დარბაზი დატოვეს.

„მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას" , - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2017 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×