რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, პრეზიდენტის დაცვაში დასაქმდა. ზურაბ ბუჩუკური პრეზიდენტის დაცვაში დაახლოებით 2 კვირის წინ დაინიშნა.

პატრიარქის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან 30 მაისს გადააყენეს. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განაცხადეს, ცვლილება ჩვეულებრივ, გეგმური როტაციის წესით მოხდა.

ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის უფროსად 26 თებერვალს,პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშვნიდან სამ თვეში გადააყენეს. 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ბუჩუკური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ზურაბ ბუჩუკური არ შეხვედრია არც პრეზიდენტს და არც ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×