რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) პოლიციამ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.ჩ და 2002 წელს დაბადებული ზ.ვ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, მოქალაქეს თავისი ავტომანქანის სალონიდან 60 000 აშშ დოლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, გატაცებული თანხა სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო.დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×