რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო მსახიობ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ზურაბ ქუთელია, დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, „რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ქუთელია თავდასხმამდე 20 წუთით ადრე სპორტდარბაზშია დაფიქსირებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ „რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ტელეკომპანიის სიუჟეტის მიხედვით, დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ქ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზ „საკემატაში" იმყოფებოდა.

„ყაჩაღობის ფაქტი მოხდა 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტოს) 15:40 საათზე. ჯერარდამდგარი თარიღის მოშველიებით, ზურაბ. ქ-ს უდანაშულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად" , - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×