რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია აქვს დადებული, აცხადებს საპატრიარქოს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

მამა მიქაელმა კომენტარი გააკეთა ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრების იმ განცხადებაზე, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი მამა გიორგი მამალაძის ზიარებაზეც იყო.

„გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მის ზიარებას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

„ეპიტემია" ბერძნულიდან ითარგმნება როგორც სასჯელი. თუმცა, საეკლესიო სასჯელი ადამიანის დასჯას დანაშაულისთვის არ ითვალისწინებს. ეპიტემია არის მოძღვრის მითითებით მონანიება.

პატრიარქის და დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა 21 ივნისს გაიმართა. დღეს საპატრიარქომ შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×