რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) „ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი ფართხაფურთხით ამ პროცესის გაძღოლა შეიძლება, როგორიც არის კონსტიტუციური ცვლილებები. ეს ხომ არ არის კანონი, რომ მუხლი და მძიმე გადაასწორო" , - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ „იმედის" ეთერში ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრის თქმით, მმართველი გუნდის სასესიო დარბაზში მარტო დატოვება არის ნიშანი არასწორი პოლიტიკის და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რატომ აკრიტიკებს ყველა ერთსულოვნად.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" დარჩა მარტო სახლში. როდესაც „პატრიოტთა ალიანსი" და „ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც ერთ ოთახშიც ვერ ჩერდებიან, ერთნაირად აკრიტიკებენ ამ პროცესს, და ამას რომ დავუმატოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინმემ ეს მმართველ გუნდში უნდა დაინახოს,როგორც სიმპტომი, კარდიოგრამა ადამიანისა,რომლის გულის მდგომარეობაც კარგად არ არის და შესაბამისად უნდა მოიქცეს" , - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×