(რეზონანსი) „შორენა თეთრუაშვილისგან გახადეს მართლაც ვეშაპი.ვერ დავიჯერებ იმას, რასაც ამბობენ. ის არ არის ისეთი ვეშაპი, როგორიც ხალხს ჰგონია". ამის შესახებ მამა სერაფიმემ, სოფელ ქანდის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
მამა სერაფიმე თავისი ავადმყოფობის პერიოდს იხსენებს,როდესაც შორენა თეთრუაშვილი დაეხმარა. სასულიერო პირის თქმით, მიუხედავად არც თუ დაახლოებული ნაცნობობისა, მან დიდი ყურადღება გამოიჩინა.
„ვერავინ დამიდგინა რა მჭირდა, თვენახევარში 16 კილო დავიკელი. დამირეკა შორენა თეთრუაშვილმა, მან ჩემთვის, უცნობი სასულიერო პირისთვის ყველაფერი გააკეთა, პროფესორები ფეხზე დააყენა, რომ ყურადღება მოექციათ" , - განაცხადა მამა სერაფიმემ.