რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა და მათ რამაზანის თვე მიულოცა.მუფთის ინფორმაციით, პრემიერი მას მეჩეთის მშენებლობის საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარებას შეჰპირდა. ბეგლარ ქამაშიძე დარწმუნებულია, რომ ეს არ არის მორიგი დაპირება და ამჯერად მას შედეგი მოჰყვება.

„ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დასრულდეს გარეთ, ქვაფენილზე ლოცვა. რაც შეეხება მშენებლობის ადგილის საკითხს, ეს ზურაბ პატარაძემ უნდა გადაწყვიტოს. ახლა მიმდინარეობს შეხვედრები და მოლაპარაკებები" , - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა.

თვითმმართველმა ორგანომ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. მერია მიიჩნევს, რომ განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობით უნდა გაგრძელდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×