რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „CNN"-მა ვებგვერდიდან წაშალა სტატია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის რუსულ ფონდებთან შესაძლო კავშირებს ეხებოდა. ამის შესახებ „ria.ru" წერს. ტელეკომპანიის წარმომადგენლების თქმით, სტატია გამოქვეყნებიდან ერთი საათის შემდეგ, ვებგვერდის რედაქტორის მითითებით მოხსნეს, კონკრეტულ მიზეზს კი არ ასახელებენ.

„ეს ამბავი არ აკმაყოფილებს ჩვენს სარედაქციო სტანდარტებს.ამიტომ იძულებულები გავხდით ის ამოგვეღო. ბოდიშს ვუხდით ბატონ სკარამუცის" , - ნათქვამია გამოცემის ოფიციალურ განცხადებაში.

წაშლილ სტატიაში გამოცემის წყარო საუბრობდა ტრამპის ადმინისტრაციის წევრის, ენტონი სკარამუცის და კირილ დიმიტრიევის ფონდის ხელმძღვანელის საიდუმლო შეხვედრაზე,სადაც შესაძლოა მხარეებმა რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნა განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×