რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) თბილისში, რუსთაველის მეტროსთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. შშმ პირები დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის მოუწყობელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ და მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2013 წელს რატიფიცირებულ გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის პირობებს შეახსენებენ. აქციას „აუდიტორია 115"-ის წევრებიც შეუერთდნენ.

რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, მათ შორის არის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, რომელიც მოუგვარებელია.ისინი მოითხოვენ მათი და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოსთან ადაპტირებას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×