რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუშვებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, მას ამის უფლება არ აქვს, რადგან ის გაფლანგვის ბრალდებით „კიროვლესის" საქმეზე პირობით სასჯელს იხდის. ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

ნავალნი აცხადებს, რომ სასამართლო მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული იყო, მაგრამ ის დანებებას არ აპირებს და რუსეთის ხალხის სახელით არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.

12 ივნისს, დღისით, მოსკოვში დაგეგმილი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციის წინ, ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მას პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობასა და მასობრივი ღონისძიების ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევაში დასდეს ბრალი და 30 დღით დააპატიმრეს.

15 ივნისს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის არ აქვს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირების შანსი.

რუსული მედია წერს, რომ 12 ივნისის აქციების შემდეგ, სოციოლოგიურმა სამსახურებმა, კრემლის დავალებით, ნავალნის საქმიანობის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების მასშტაბური შესწავლა დაიწყეს. გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციის ლიდერის მიმართ ცნობადობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10 პროცენტით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×