რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) ბრიტანეთში სახანძრო უსაფრთხოების ტესტი 27-მა ცათამბჯენმა ვერ ჩააბარა. უსაფრთხოების სისტემების შემოწმება რამდენიმე რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „გრინფილის" 24-სართულიანი ცათამბჯენის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, რომელიც სამხრეთ კენსინგტონში მოხდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი" წერს.

ექსპერტების თქმით, ალუმინით მოპირკეთებული შენობების ელემენტები ხანძარს აღვივებს.სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტების რეკომენდაციით, მსგავსი მოპირკეთების რამდენიმე ცათამბჯენიდან დაახლოებით 650 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

ლონდონის „Grenfell Tower"-ს ცეცხლი 14 ივნისს გაუჩნდა.ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 600 ადამიანი იმყოფებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ლონდონის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 80-მდე ადამიანი გარდაიცვალა.უგზოუკვლოდ კი 65 ადამიანი დაიკარგა. პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ხანძარი მოწყობილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×