რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) თუშეთში დაზიანებული ხიდის გამო, შესაძლოა, სოფლების ნაწილი პარალიზებული აღმოჩნდეს. რამდენიმე დღის წინ დიკლო-შენაქოს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი მიწაყრილი ჩაინგრა, რომელიც სოფელ ომალოს ესაზღვრება.მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია.

თუშეთის გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღდგენითი სამუშაოები დროულად ვერ შესრულდა, მოსახლეობა მიმოსვლას ვეღარ შეძლებს. კახოიძე აცხადებს, რომ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ახმეტის გამგეობა პრობლემის დროულად მოსაგვარებლად სპეციალურ გეგმაზე მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×