რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები აირჩია. ლევან მურუსიძეს, თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს და მერაბ გაბინაშვილს 7 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით არჩეული 4 მოსამართლე ჩაანაცვლებს. ესენი არიან: ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი ბონდარენკო.

დღესვე გაირკვევა საბჭოს ახალი მდივნის ვინაობაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურა ორმა მოსამართლემ,რევაზ ნადარაიამ და გიორგი მიქაუტაძემ დააყენეს.

რევაზ ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეა, გიორგი მიქაუტაძეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი უკავია.

„იმედი მაქვს, ახალი საბჭო გაუძლებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას. თუ შევადარებთ საბჭოს მუშაობას განვლილ პერიოდს, ვნახავთ, რომ არის დიდი ნაბიჯები გადადგმული, თუმცა შესაძლებელია უფრო მეტად გახდეს ეს გამჭვირვალე და უფრო მეტად დაიხვეწოს საბჭოს მუშაობა" , - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირმა გელაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით 26 ივნისს შეიკრიბება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×