რეზონანსი
24.06.2017

 (რეზონანსი) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მზის ენერგიის მისაღებად, გარემოპირობებს სწავლობენ.კასპის გამგეობას და „კავკასიის მზის ენერგიის" წარმომადგენლებს მემორანდუმი აქვთ გაფორმებული,რომლის მიხედვითაც, „კავკასიის მზის ენერგიის" სპეციალისტები, 18 თვის განმავლობაში, ადგილზე მიღებული მზის ენერგიის რაოდენობას შეისწავლიან. ამის შესახებ შიდა ქართლის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე ცხელ ადგილად აშურიანის ველი სახელდება, თუმცა, ამ ეტაპზე სამუშაოების კონკრეტული დეტალები უცნობია. კასპის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით +11.4 გრადუსი, შესაძლებელი მაქსიმუმი კი +38 გარდუსია. „კავკასიის მზის ენერგიის" ჯგუფი მზის ენერგიას ქსანთანაც აკვირდება.

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2017 წლის იანვარში დაიწყო. სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები მთავრობას 2018 წლის ზაფხულში წარედგინება.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება სოფელ ქსანის, მარნეული-რუსთავის, ახალციხე-ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიებზე და კასპისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×