(რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი სასამართლოში პლაგიატის ბრალდებით დაიბარეს. ამის შესახებ გამოცემა „Bloomberg"-ი წერს. მანჰეტენის სასამართლოს დადგენილებით, ის მოსმენაზე მიმდინარე წლის ოქტომბრამდე უნდა გამოცხადდეს. ივანკას ჩვენების მიცემის უფლება არა ნიუ-იორკში, არამედ ვაშინგტონში მისცეს.
ივანკა ტრამპის წინააღმდეგ ბრალდება 2016 წლის ოქტომბერში გაჟღერდა. „Aquazzura"-ის მარკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავისი ფეხსაცმლის ხაზის შექმნის დროს, ივანკამ დიზაინი მათგან დააკოპირა. საქმე ეხება მაღაქუსლიან სანდლებს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი 150 დოლარად ყიდის.
მოსამართლემ უარყო დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ივანკა ტრამპი ზედმეტად დაკავებულია მსგავს საქმეზე არსებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.იმის გამო, რომ ივანკა ტრამპი ამ დროისთვის ვაშინგტონში ცხოვრობს და თეთრ სახლში მუშაობს, მოსამართლე დათანხმდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილმა ჩვენება ოქტომბრის ბოლომდე დედაქალაქში მისცეს.