რეზონანსი
25.06.2017

 (რეზონანსი) პაკისტანის ქალაქ ბაჰავალპურში ხანძრის შედეგად, 123 ადამიანი დაიღუპა. ხანძარი ნავთობით სავსე სატვირთო მანქანის ავარიამ გამოიწვია. „BBC"-ის ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ნავთობმზიდი ამოტრიალდა.

ათობით ადამიანი მაშინ დაიწვა, როდესაც ისინი გადმოღვრილი ნავთობის შეგროვებას ცდილობდნენ, ნაწილი კი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე ეწეოდნენ, რამაც ნავთობზიდის აალება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, არსებობს საშიშროება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×