რეზონანსი
25.06.2017

 (რეზონანსი) ტეხასში, 24 წლის სინტია მარია რენდოლფს, საკუთარი მცირეწლოვანი შვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ.ახალგაზრდა დედას ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

სინტია რენდოლფმა დანაშაული აღიარა. პოლიციის ცნობით, ქალმა 2 წლის გოგონა ჯულიეტი და მისი წლინახევრის ძმა ქავანი, ცხელ ამინდში ავტომობილში ჩაკეტა. ბავშვები მანქანაში გაუსაძლის სიცხეში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. პოლიციის ცნობით, ამ დროს ქალაქში ტემპერატურა 35 გრადუსი იყო.

ბრალდებული საკუთარი ქმედების მიზეზად, 2 წლის ჯულიეტის ჯიუტობას ასახელებს და ამბობს, რომ ავტომობილში ჩაკეტვით, მას ბავშვის დასჯა სურდა.რენდოლფი რამდენიმეჯერ დაკითხეს. ბრალდებული ყველა ჯერზე შვილების სიკვდილის რამდენიმე ვერსიას ასახელებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×