რეზონანსი
25.06.2017

 (რეზონანსი) ესპანეთის სამხრეთით, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტერიტორიიდან 2100-ზე მეტი ადამიანია გაყვანილი. ინფორმაციას „Daily Star"-ი ავრცელებს.

ცეცხლი ანდალუსიას სანაპიროზე მდებარე ტყეში სავარაუდოდ,გვიან ღამით გაჩნდა.ხანძრის ჩაქრობას 20 ვერტმფრენი და ათობით სახანძრო მანქანა ცდილობს.

რამდენიმე დღის წინ ძლიერი ხანძარი იყო პორტუგალიის ტყეში, პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ხანძრის შედეგად 64-მდე ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. 27 სოფლიდან 45 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×