რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ლიბერთი ბანკმა მიიღო - 7 234 290 ლარი. მეორე ადგილზე თიბისი ბანკი - 4 542 827 ლარი, ბანკი რესპუბლიკას მაჩვენებელი კი 2 388 802 ლარია.

 

საქართველოს ბანკმა, 2017 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2 670 595 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - ქართუ ბანკი - 1 227 505 ლარი. ხუთეულშია კრედო - 983 486 ლარის შემოსავლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×