რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) სტამბოლში გეი აღლუმი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა და დემონსტრანტების დაკავებით დასრულდა. გეების მსვლელობის აკრძალვის მიხედავად, ქალაქის ცენტრში აქტივისტები მაინც შეიკრიბნენ და ლგბტ პირთა უფლებების დაცვა მოითხოვეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, აქციის დასაწყისში პოლიციამ მანიფესტანტებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მათ მიმართ რეზინის ტყვიები გამოიყენა და რამდენიმე მათგანი დააკავა. უკვე მესამე წელია რაც სტამბოლის მერია, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების აქციების გამართვას უკრძალავს.

მსვლელობა სტამბოლში 1969 წლის 28 ივნისის „სთოუნვოლის ამბოხების" 40- წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენამ თანამედროვე ლგბტ უფლებათა მოძრაობას დაუდო სათავე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×