რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, თბილისი შესაძლოა რუსთავს მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს. მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის განვითარებაზე დედაქალაქის განვითარების გენგეგმაშია საუბარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება.

„დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით, დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრთნაკადს კი 300 მიკროავტობუსი ემსახურება. სალიანდაგო ხაზი რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ ყარაჯალამდე ჩადის და იქიდან ძალიან პატარა მონაკვეთია, რომლის დაკავშირება რუსთავთან ერთი ხიდით შეიძლება და მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა.

სატრანსპორტო ჰაბი შესაძლებელია „სამგორის" მეტროსთან გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით რუსთავამდე წავიდეს, "- განაცხადა მუმლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×