რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) ნიკა მელიამ დეპუტატის მანდატი დათმო და კენჭს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრის. ამის შესახებ მელიამ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა, მელიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება.

„ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი და ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან. დღეს თქვენს წინაშე ვაცხადებ, ჩემი და ჩემი მეგობრების და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე",- განაცხადა მელიამ.

აღსანიშნავია, რომ მის ადგილს პარლამენტში ბადრი ბასიშვილი დაიკავებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×