რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, პაკისტანში საწვავი ტანკერის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 157-ს მიაღწია. ექიმების ცნობით, კიდევ 50 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.

აფეთქება პაკისტანის პროვინცია პენჯაბში მოხდა. ადგილობრივები საწვავის მოსაგროვებლად შეიკრიბნენ, რომელიც მაგისტრალზე გადაყირავებული ცისტერნიდან იღვრებოდა. თვითმხილველთა ცნობით, ზოგი იქვე სიგარეტს ეწეოდა, რამაც ხანძარი,- მოგვიანებით კი აფეთქება გამოიწვია.

პოლიციელების ცნობით, ზოგიერთი გარდაცვლილის ამოცნობა შეუძლებელია. მათ სხეულის 80 პროცენტი დამწვარი აქვთ და საჭიროა გენეტიკური ექსპერტიზა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×