რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ხელძღვანელის ცნობით, მომავალი წლიდან ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ.

მამუკა მუმლაძის თქმით, ტაქსის მძღოლები ვალდებულნი იქნებიან ავტომობილში ჰქონდეს ცნობა, რომ მძღოლს გავლილი აქვს ჯანმრთელობის შემოწმება, ავტომობილი კი ტექნიკურად გამართულია.

„რეგულირების პირველი ეტაპი გვინდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო, სადაც მოხდება იდენტიფიცერება, თუ ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები, თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი უნდა იყოს მითითებული ტაბლოზე. თუ ასეთი საინფორმაციო ტაბლო არ იქნება ტაქსიში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას არ აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა ამ საქმიანობის განხორციელებისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან. ამ ნებართვის ფლობა ავტომატურად იქნება იმის ნიშანი, რომ მძღოლს ჯანმრთელობის დამატასტურებელი დოკუმენტიც აქვს წარდგენილი ნებართვის გამცემ ორგანოში იმ და ასევე ავტომობილი, რომლითაც ის ემსახურება მგზავრს ტექნიკურად გამართულია", - განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×