რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ანდრიაძის თქმით, თუ მღვდელი ანდრია სარია არ დატოვებს საპატრიარქოს უნივერსიტეტს, თავად ანდრიაძე დატოვებს თანამდებობას:

„გამოვიდა ოპონენტად მღვდელი სარია, საშუალება არ მომეცა პასუხის გაცემის. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე მე, რომ ეს მღვდელი სარია დოქტურანტურაში სწავლობს საპატრიარქოს უნივერსიტეტში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ მე. მივმართავ მორჩილებით და მოწიწებით პატრიარქს, თუ მღვდელი ანდრია სარია დარჩება აღნიშნული უნივერსიტეტის დოქტორანტად, მე დავტოვებ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, „- განაცხადა ანდრიაძემ.

მისი თქმით, ანდრია სარიას ქმედებები არაკანონიკურია და არღვევს ეკლესიის კანონიკას, ასევე ეწინააღმედეგბა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს.

„მღვდელი, რომელიც ასე იქცევა და უხეშად აფათურებს ენას და ხელს პატრიარქის ეპარქიაში, ამაში ვგულისხმობ მის პოზიციას, რომელიც მეუფე პეტრეს პოზიციის მსგავსია, პატრიარქს დარღვევებზე მიუთითებს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ეს არის შფოთის შემოტანა ეკლესიაში, დაპირისპირების შემოტანის მცდელობა და დანაშაული. ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტია. ეს არ შეიძლება ის საპატრიარქოს უნივერსიტეტის დოქტორანტი იყოს. მე მაგისთვის ვარ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომ დარღვევაზე რეაგირება მოვახდინო. ახლა მე რომ განცხადება დავწერო და დაველოდო კოლეგების რეაგირებას უნივერსიტეტში, ეს კიდევ შეიძლება დროში გაიწელოს. თუ ეს ადამიანი დარჩება დოქტორანტად, მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას.

გარდა განათლებისა, ადამიანებს აქ მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა და თუ ეთიკის კოდექსებს არღვევს, ისინი შეიძლება გაირიცხონ. კვლავ ვითხოვ პირდაპირ ეთერს, გამოვიდნენ დებატებში მამალაძის ადვოკატები და მეუგე პეტრესაც გაუწიონ ადვოკატობა", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×