რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კრაკოვის (პოლონეთი) ღვინის საერთაშორისო კონკურსში - „GALICJA VITIS 2017" - ქართული ღვინის კომპანიამ, "ქისი 2015" (თეთრი მშრალი) და "მუკუზანი 2015" (წითელი მშრალი) ოქროს მედლები მოიპოვა. კონკურსზე 6 ქვეყნის 25-მა ექსპერტმა სხვადასხვა ქვეყნის 434 ღვინო შეაფასა.

კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით იმართება. ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი.

კონკურსის ჟიურიში საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×