რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის შეფასებისას განაცხადა, რომ ქართველი ერი არ დაუშვებს ნაციონალების დაბრუნებას დედაქალაქის მენეჯმენტში და მის ხელმძღვანელობაში.

„მე მგონია, რომ ქართველ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობაც და მათი ხელისუფლების ყველა სახე.

ასევე მგონია, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ ადამიანების დაბრუნებას დედაქალაქის მენეჯმენტში და ხელმძღვანელობაში", - განაცხადა ჯეჯელავამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია წარადგინა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×