(რეზონანსი) მამა დავით ჭინჭარაული და არქიმანდრიტი კახაბერ გოგოტიშვილი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ ხვალ, მატროსოვის ციხეში შეხვდებიან.
კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, შეხვედრა დეკანოზ მამალაძის ინიციატივით შედგება, რომელსაც სურს, უწმინდესს „რაღაც" გადასცეს.
„მზადდება საბუთები მამა გიორგისთან შესასვლელად. სავარაუდოდ ხვალ 12.00 საათისთვის შევალთ მე და დავით ჭინჭარაული. შეხვედრა მამა გიორგის სურვილით ხდება. როგორც ის აცხადებს, მას სურს პატრიარქს რაღაც გადასცეს", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
21 ივნისს, პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არქიმანდრიტ დავითსა (ჭინჭარაული) და მამა კახაბერს (გოგოტიშვილი) ბრალდებულ დეკანოზის მონახულება დაავალა.