რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) ესპანურ კლუბის, „ბარსელონის" თავდამსხმელის ლიონელ მესის ბავშვთა დახმარების ფონდმა, 10 მილიონი ევროს ღირებულების გადასახადები გადამალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეი ბი სი" ავრცელებს.

საააგენტოს ცნობით, 2009 წელს ფეხბურთელმა მამამისთან ერთად, მშობლიურ ქალაქ როსარიოში ფონდი დააფუძნა, თუმცა ესპანეთში ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, არგენტინის ფინანსთა სამინისტრომ, მესის ფონდი თავისი სიიდან ამოიღო.

23 ივნისს, ესპანეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ლიონელ მესის, თავისუფლების აღკვეთა აღარ შეეფარდება, თუმცა ჯარიმის სახით 255 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. გასულ წელს მესი, მამასთან ერთად, გადასახადების დამალვის ბრალდებით გაასამართლეს. გამოცემის ცნობით, მამა-შვილმა 4,1 მილიონი ევრო არ გადაიხადა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×