რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის განცხადებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, 215 ქვეწარმავალი დაიჭირეს.

მისივე თქმით, წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს არცერთი შხამიანი გველი არ დაუჭერია.

„თითქმის ყველა უბნიდან შემოდის შეტყობინება. წელს მაგალითად, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, 415 ზარი შემოვიდა სააგენტოში, აქედან 215 დავიჭირეთ. შხამიანი არცერთი არ ყოფილა. მინდა აღვნიშნო, რომ საგანგაშო სიტუაცია, წინა წლებთან შედარებით, არ გვაქვს. შარშან და შარშანწინ ამ დროს, გაცილებით მეტი იყო ქვეწარმავალთა რაოდენობა, ვიდრე ახლა არის. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა მოსახლეობას მინდა ვურჩიო, რომ ქვეწარმავლებს საკუთარი ძალებით ნუ დაიჭერენ. დარეკონ 112-ზე და ჩვენი სამსახური 24 საათის განმავლობაში მათ დასახმარებლად მზად არის", - განაცხადა თემურ ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×