რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ღია პირველობაზე წარუმატებლად იასპარეზა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 440 ათასი ამერიკული დოლარი იყო.

პირველ წრეში ბასილაშვილი 32 წლის მარკოს ბაღდატისთან ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 1:6.

მარკოს ბაღდატის 17 იანვრის შემდეგ მოგება არ ჰქონია, დღევანდელი თამაშის შედეგებით კი მან ერთეულებში 8-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 866 ქულით ამჟამად 51-ე ადგილს იკავებს, ეს ქართველი ჩოგბურთელის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×