რეზონანსი
26.06.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა:

„კანონმდებლობით დგინდება მცირე ოდენობები შენახვის და მოხმარების მიზნით, ასევე, დიდი ოდენობები იმ 143 პრეპარატზე, რომელიც აქამდე დადგენილი არ იყო და თუნდაც უმცირესი რაოდენობით ამ პრეპარატების აღმოჩენა იწვევდა ადამიანების წლობით ციხეში გაშვებას. შესაბამისად, ეს ცვლილება ასევე შეეხება ადამიანებს, ვინც იმ მიზეზის გამო, რომ მათ აღმოუჩინეს უმცირესი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი და დღეს ბრძანდებიან ციხეში. ასეთი ადამიანები გათავისუფლდებიან სასამართლოს მეშვეობით, რადგან ეს ახალი გარემოება იქნება", - განაცხადა ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×